logo_geo
eng_logo
საერთაშორისო მოდის კვირეული თბილისში გაიმართება
- +

6 მაისი. 2016. 12:46


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-დან 9 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.


26 აპრილს, სასტუმრო „რდისონში" „Mercedes-Benz Fashion Week თბილისის" პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და ღონისძიების სხვა პარტნიორები.



კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან.


მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზადქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week"-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.


მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ის ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.


მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. მოდის კვირეულის გენერალური პარტნიორია კომპანია „The Coca-Cola Company". ღონისძიების გენერალური სპონსორი - „Tbilisi Mall"; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო „Radisson Blu Iveria"; ოფიციალური პარტნიორი - სასტუმრო „Room Hotel Tbilisi";ღონისძიების ორგანიზატორი „McCann Erickson Tbilisi".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner