ყველასთვის საყვარელი მომღერალი ირაკლი ნოზაძე წარსულს იხსენებს და გულწრფელად გამოხატავს სინანულს დაშვებული შეცდომების გამო:
„წამალი ძალიან დიდი პრობლემაა და სტუდენტობისას მეც მოვყევი მაგ აურზაურში. საბედნიეროდ, ამ გაუგებრობას ჩემთვის ძალიან მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. ჭკუა იმისთვის გვაქვს, ამოვირჩიოთ, რა უფრო მისაღებია ჩვენთვის. წამალზე დეპრესიის გამო წამიცდა ხელი., მაგრამ ვიცოდი, ეს პერიოდი აუცილებლად დამთავრდებოდა და ასეც მოხდა.
მთავარი ჩემი ოჯახი იყო ყოველთვის. მათთვის ვიბრძოდი, ვიბრძვი და ყოველთვის ვიბრძოლებ.
ჩემი დიდი ოჯახი იყო ჩემი დაბრუნების მიზეზი, რომელშიც სისხლით ნათესავებთან ერთად, ბაღისდროინდელი მეგობრებიც შედიან.
ეს პრობლემა ჩემი პირველი ქორწინების დასრულების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
უკლებლივ ყველა ნარკოტიკი საზიანოა, სასმელიც კი!
დეკრიმინალიზაციის მომხრე არ ვარ, რადგან ქართველები გაუმაძღარი ერი ვართ და დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს, მგონია, ყველა „ღორივით მიასკდება" წამალს და შეიძლება, ამან ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს.
თუმცა ერთმნიშნელოვნად ვამბობ, რომ მოზარდი „პლანის" მოწევის გამო შვიდი წლით არ უნდა ჩასვა ციხეში!"- ამბობს მომღერალი.