logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფორმაციას ელოდება
- +

6 მაისი. 2016. 12:52


საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, რომ პროკურატურამ გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად უცხოელ კოლეგებსაც მიმართადა ამჟამად მათგან პასუხს ელოდება.



საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა გამოძიებისათვის, გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა. ამ ეტაპზე ნაწილზე პასუხი მიღებულია, ნაწილზე ველოდებით პასუხებს და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



მთავარი პროკურორმა 3 მაისს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 20-მდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner