აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ილონ მასკის კომპანია SpaceX-სგან რაკეტა Falcon Heavy შეიძინა. ამის შესახებ ამერიკის სამხედრო უწყება აცხადებს. კონტრაქტის ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. მსოფლიოში ერთადერთი სუპერმძიმე რაკეტის გაშვება საიდუმლო ტვირთ AFSPC-52-თან ერთად, 2020 წელს იგეგმება.
SpaceX-ში აცხადებენ, რომ Falcon Heavy-მ უკვე გაიარა აშშ-ის საჰაერო ძალების სერტიფიკაციის პროცესი.
ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მძიმე კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy 6 თებერვალს გაუშვა, რომელმაც მასში არსებული Tesla-ს ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს.
რაკეტა Falcon Heavy ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. მის ბორტზე არის კაპსულა ილონ მასკის პირადი ავტომობილით - წითელი ფერის Tesla Roadster-ით, რომლის სტერეოსისტემაში, მასკის გეგმის მიხედვით, დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity ახლაც ისმის.