არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა, ექტორ ენრიკემ ლეო მესი მუნდიალზე წარუმატებელი ასპარეზობისთვის გააკრიტიკა.
„ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთელები ასე არ შეიძლება გავაკრიტიკოთ. საერთოდ ვინ არიან ეს გათავხედებული ბავშვები? ვინ ჩემი ფეხებია მესი, რომ არ დარბის? რა, მარადონაა? როდესაც ნაკრების ღირსებას იცავ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სიამაყით უნდა აღივსო.
მარადონა ჩვენი გუნდის სახე გახლდათ, არასოდეს არ ნებდებოდა, სხვებზე მეტს დარბოდა და ყველაზე უფრო მოტივირებული იყო.
ბურთს როდესაც იღებდა, ფეხებში ურტყამდნენ, ის კი ფეხზე დგებოდა და გარბოდა. ყველას მაგალითს გვაძლევდა. ვერ
გავიგე, ახლა რა ხდება. მესის ადგილზე რომ ვიყო, პარტნიორებს ვეტყოდი: „დაიწყეთ სირბილი, გამოიღვიძეთ!“ - განუცხადა ენრიკემ „ოლეს“.