logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გადამეტებულია!
- +

6 მაისი. 2016. 13:16


ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გადამეტებულია და ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა ქალაქის ურბანული განვითარება უნდა იყოს.



კალანდაძის თქმით, არა მხოლოდ დღევანდელი, მომავალი ხელისუფლებებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ქვეყნისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება. 



ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, მე მაინც მგონია, რომ ატეხილი აჟიოტაჟი ცოტათი გადამეტებულია. ის მთავარი გამოწვევები, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან არის დაკავშირებული, ხელისუფლების განსაკუთრებული პრიორიტეტია. ზოგადად, ხელისუფლებებიც მომავალში ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტებს უნდა აკეთებდნენ", - განაცხადა კანალდაძემ.



მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ თბილისის ტურისტულ ცენტრად გამოცხადება საკმარისი არაა.




თუ გვინდა, რომ ტურიზმი ქვეყნის და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო იყოს, რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განვახორციელოთ. ისეთი პროექტები, რომლებიც ტურისტული, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ქალაქის უბრანული განვითარების აქცენტები ტურიზმის მიმართულებით უნდა განვითარდეს. მე მაინც მგონია, რომ ინვესტიციები, რომლებიც იდება ამ კონკრეტულ პროექტში, უფრო მეტი ბენეფიტის მომტანია, ვიდრე გარკვეული საფრთხეების შემცველი", - აცხადებს ექსპერტი. 



შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დავა პოლიტიკური ინტერპრეტირებით მიმდინარეობს. 



ცნობილია, რომ ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღიანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა. საბოლოოდ კი ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება კრწანისი-შინდისის ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თაბორის მთაზე ახალი ტურისტული მარშრუტიც მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner