გერმანიის ნაკრებმა შვედეთზე გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოიპოვა. პირველ ტაიმში, გერმანელები 1:0-ს აგებდნენ, თუმცა საპასუხო გოლი მარკო როისმა გაიტანა, ხოლო გამარჯვების გოლის ავტორი 95-ე წუთზე ტონი კროსი გახდა.
ამგვარად, გერმანიას F ჯგუფში 3 ქულა აქვს. ბოლო ტურში გერმანია სამხრეთ კორეასთან ითამაშებს, ხოლო შვედები მექსიკასთან.