რუსეთის ქალაქ ბარნაულში ქარიშხალი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე ნაწილში გათიშულია წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ, რომელსაც ამწეკრანი დაეცა. დაშავებული ადამიანების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.