თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტის პოსტისთვის ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მუჰარემ ინჯე, სელაჰატინ დემირთაში, მერალ აქშენერი, თემელ ქარამოლაოღლუ და დოღუ პერინჩეკი იბრძოლებენ.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.