logo_geo
eng_logo
აშშ-ის მთავრობამ 522 მიგრანტი ბავშვი მშობლებთან დააბრუნა
- +

24 ივნისი. 2018. 12:40

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 522 მიგრანტი ბავშვი მშობლებთან დააბრუნა.

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, არასრულწლოვნები მშობლებისგან განცალკევებით მაშინ დარჩებიან თუ მათ ახლობელი ადამიანები არ ჰყავთ ან მეურვეები შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მშობლის დეპორტაციის შემთხვევაში მას კანონიერი უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს და ბავშვი მასთან ერთად წაიყვანოს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ძალაში შესვლიდან აშშ-ში მიგრანტების 83%-ი მშობლის ან კანონიერი მეურვის გარეშე ჩავიდა. 

 

დონალდ ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner