logo_geo
eng_logo
ბაშარ ასადი: სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს
- +

24 ივნისი. 2018. 15:03

 

 

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, სირია 2013 წლიდან არ ფლობს ქიმიურ იარაღს.

 

„ჩვენ სრულიად გავანადგურეთ ქიმიური იარაღი. სირიაში ის საერთოდ არ გვაქვს 2013 წლიდან. ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ისტორია - ეს არის საბაბი პირდაპირი სამხედრო ჩარევის და თავდასხმისთვის სირიის არმიაზე“, - განაცხადა ასადმა.

 

მისივე თქმით, სირია ქვეყანას საკუთარი ძალებით აღადგენს.

 

„იმის მიუხედავად, რომ ომი მიმდინარეობს, საკმარისი ძალები გვაქვს, ქვეყანა აღვადგინოთ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა ასადმა.

 

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები სირიის აღდგენაში არ ჩაერთვებიან. მისი თქმით, ქვეყნის აღდგენას, შესაძლოა, იმაზე დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე ივარაუდებოდა.

 

ასადმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner