logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულერთია ბოტანიკური ბაღიც და თაბორის მთაც!
- +

6 მაისი. 2016. 13:21


პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კომიტეტის სხდომას, სადაც თაბორის მთისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის საკითხს განიხილავენ.

ჟორჟოლიანის განცხადებით, მან კომიტეტის სხდომაზე მოიწვია არა კონკრეტულად მინისტრი, არამედ ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ამ საკითხთან.



ახლავე მინდა განვაცხადო, რომ კომიტეტის ეს მოსმენა არ არის დანიშნული კინკლაობისთვის. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ საბაბს იყენებს ბიძინა ივანიშვილის ფიგურის დისკრედიტაციისთვის, ყველამ იცის და აღმოჩენა არ არის. ცხადია, ყველას მიეცემა საშუალება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ ვინც ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგია, სულაც არ არის თბილისის ბედისადმი გულგრილად განწყობილი. პირიქით, ნაციონალური მოძრაობა" არ იყო ის ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იყო მოქალაქეების ინტერესებზე, ქალაქის განვითარებაზე და .. ჩვენ გვინდა, რომ თუ რამე კეთდება, მივესალმოთ, თუ რამე ფუჭდება, ვიცოდეთ და ისე გავაკეთოთ, რომ არ გაფუჭდეს. ასე რომ, ყველაფრის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება, სერიოზული არ არის. ის, რომ აქტუალური საკითხი უნდა განიხილოს, ცხადია და მნიშვნელოვანია და ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს, ვიდრენაციონალურ მოძრაობას", რომლისთვისაც სულერთია როგორც ბოტანიკური ბაღი, ისე თაბორის მთა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner