logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება წინასწარ მიულოცა
- +

24 ივნისი. 2018. 23:49

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება წინასწარ მიულოცა. აზერბაიჯანის პირველი პირის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი თურქ კოლეგას ტელეფონით გაესაუბრა.

 

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ლიდერმა თურქ კოლეგას ქვეყნის განვითარების გზაზე ახალი გამარჯვებები უსურვა. ილჰამ ალიევის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობის ქვეშ თურქეთის ეკონომიკა განვითარდა და ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა.

 

თურქეთში ხმების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, კვლავ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 53,98 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი მუჰამედ ინჯეს უკავია 30,60 პროცენტით. მესამე ადგილზე ამჟამად სალაჰათთინ დემირტაშია ამომრჩეველთა ხმების 7,87 პროცენტით. მეოთხე ადგილზე კი მერალ აქშენერმა გადაინაცვლა 7,46 პროცენტით. თემელ კატამოლაუღლუს მეოთხე ადგილი და 0.9 პროცენტი აქვს. მეხუთე ადგილზე კი დოღუ პერინჩეკია კვლავ 0,2 პროცენტით.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პროცენტულმა მაჩვენებელმა 42,94 პროცენტამდე დაიკლო. მეორე ადგილზეა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 22,45 პროცენტით. 11,3 პროცენტით მესამე ადგილზე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაა“, მეოთხე ადგილი კი პროქურთულ „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ უკავია 10,9 პროცენტით, რომელმაც 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა. 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა „კარგმა პარტიამაც“. მას 10,03 % აქვს.

 

აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიისა და „ნაციონალისტური მოძრაობის“ ალიანსი მოახდენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner