logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: გაქცევას არსად არ ვაპირებ! ჩემი ადგილი პოლიტიკაშია!
- +

6 მაისი. 2016. 13:26


„ქართული ოცნებიდან" გაქცევას არსად არ ვაპირებ! ჩემი ადგილი პოლიტიკაში მოიძებნება!" - ამის შესახებ პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრას ქუთაისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში აპირებს.

 


„ჩემთვის გადამწყვეტი არაა პარტიული სია. არჩევნებში ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. თუ რატომ გადავწყვიტე ეს, ამის არგუმენტები გუნდში დავასახელე. რამდენად გაითვალისწინებენ ისინი, არ ვიცი. რესურსი გამაჩნია, ბრძოლის უნარი მაქვს, გამოცდილება შევიძინე, ცოდნას ვერავინ დამიწუნებს, იმიტომ რომ პროფესორობა არავის უჩუქნია. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში და ის, რაც გამიკეთებია ქუთაისისთვის, სრულიად საკმარისია იმისთვის, გამოვთქვა ბრძოლის სურვილი. ასე რომ, „ქართული ოცნებიდან" გაქცევას არსად არ ვაპირებ. ჩემი ადგილი პოლიტიკაშია", - განაცხადა ნიშნიანიძემ.



რაც შეეხება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ფორმირებას, ნიშნიანიძის თქმით, ის ამ პროცესში ჩართული არაა. „მე პოლიტიკურ ელიტას არ მივეკუთვნები, მე ჩემი საქმე მაქვს და ვაკეთებ ჩემს საკეთებელს", - განაცხადა პარლამენტარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner