აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში არალეგალურად ჩასულები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც ჩავიდნენ.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. როდესაც ვინმე ჩამოდის არალეგალურად, დაუყოვნებლივ, მოსამართლეების ან სასამართლო პროცესის გარეშე უნდა დავაბრუნოთ ისინი იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ჩვენი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის დაცინვაა. ეს სისტემა უსამართლოა მათთვის, ვინც ლეგალურ პროცედურებს გადის და თავის რიგს ელოდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადება უფლებადამცველებმა და საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ადვოკატებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ეს არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის დებულებებს სამართალწარმოებაზე.