logo_geo
eng_logo
თემირლან მაჩალიკაშვილი აჰმედ ჩატაევთან ერთად ცხოვრობდა?
- +

25 ივნისი. 2018. 11:38

 

 

 

გამოძიება ამ დრომდე არ ასაჯაროებს იმ ბინის მესაკუთრის ვინაობას, სადაც აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ისინი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში გადაინაცვლებდნენ.

 

„მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა ვინმე კოტე გუჯეჯიანს ეკუთვნის. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გუჯეჯიანი ამბობს, რომ ზემოხსენებულ პირებს მაკლერის მეშვეობით ბინა თვეში 500 ლარად მიაქირავა, თანხა კი რამდენჯერმე მათთან ერთად მცხოვრებმა თემირლან მაჩალიკაშვილმა გადაიხადა. მეტიც, ბინის მეპატრონე ჰყვება, რომ მდგმურებს ინტერნეტის WI-FI-ს პაროლად „Temirlani“ ჰქონდათ დაყენებული“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.

 

კოტე გუჯეჯიანი: 

 

– დიახ, ჩემს ბინაში ცხოვრობდა ეს ბიჭიც. თემირლანთან ერთად იყო ხოლმე მეორე, ახლა ვინც დაჭერილია. ინტერნეტზეც მისი სახელი ჰქონდათ დაყენებული პაროლად.

 

– ქირის თანხას უშუალოდ ვინ გიხდიდათ?

 

– ერთი-ორჯერ მომცა თემირლანმა ხელზე. ზოგჯერ აი, ის, დაკავებული ვინც არის, ის მაძლევდა.

 

– თავიდან როგორ დაგიკავშირდნენ?

 

– მაკლერის საშუალებით. რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. ვიცოდი, რომ თემირლანიც იქ ცხოვრობდა. არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს, პირიქით, მეზობლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.

 

„პრაიმტაიმი“ გუჯეჯიანის მეზობელსაც ესაუბრა. ის, ასევე, ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბინაში ტერორიზმში ბრალდებულ ბორზიევთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა.

 

„კი, მაჩალიკაშვილიც მინახავს ხშირად. აქ ცხოვრობდა ისიც, მე ასე ვიცი. ძირითადად ორნი იყვნენ ხოლმე. სხვათა შორის, ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ საქმეში თუ იქნებოდნენ. ბიძა გვიხდის თანხასო, ასე ამბობდნენ, მაგრამ რამდენად მართალი იყო, არ ვიცი. სტუდენტები ვართო, ასე უთხრეს კოტეს“, – ამბობს გუჯეჯიანების მეზობელი ქალბატონი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner