logo_geo
eng_logo
კახა სირაძე: „ხორავას საქმის“ ძიების პროცესში და სასამართლოს მიმდინარეობისას, რამდენიმე საქმე ცალკე გამოიყო
- +

25 ივნისი. 2018. 14:13

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, „ხორავას საქმის“ ძიების პროცესში და სასამართლოს მიმდინარეობისას, რამდენიმე საქმე ცალკე გამოიყო. ამის შესახებ კახა სირაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

„ძიების პროცესშივე, ვიდრე საქმე სასამართლოში წარიმართებოდა რამდენიმე დღით ადრე, 27 დეკემბერს, ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ლ.კ-ს კალანდიას, წინწკალაძისა და სხვათა მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ფაქტზე. მოცემული საქმიდან კიდევ გამოიყო 8 თებერვალს არასრულწლოვან მ.კ-ს მიმართ ბრალდების შეუტყობინებლობის საქმე, რომელიც წავიდა სასამართლოში და აღნიშნული საქმიდან კიდევ გამოიყო სისხლის სამართლის საქმე სწორედ დაუდგენელი პირების მიმართ. ჩემსავე დანაყოფში ასევე დაიწყო ძიება სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ და გამოსაკითხ პირთა ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. მოცემული ორივე სისხლის სამართლის საქმე წარიმართა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, მოხდა ამ საქმეების გაერთიანება ძიების პროცესში“, - განაცხადა კახა სირაძემ.

 

მისი თქმით, გამოძიებამ მაქსიმალური გააკეთა, ამოწურა აუცილებელი მოქმედებები.

 

„მიუხედავად შემჭიდროვებულ ვადებისა, ექსპერტიზის დასკვნების ნაწილი იყო მიღებული ძიების პროცესში. ამ დროის განმავლობაში და ძირითადი, თუ არ ვცდები, 6 თუ 7 დასკვნა მიღებული იყო უკვე, რომ საქმე სასამართლოში იყო წარმართული. ნაწილი ექსპერტიზისა მოვიდა, თუ არ ვცდები, უკვე განაჩენიც რომ დამთავრდა. ამაზე უფრო დეტალურად პროკურორი ისაუბრეს. ყოველ შემთხვევაში, დააზუსტებს, რატომ ვამბობ ამ დასკვნას“, - განაცხადა კახა სირაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner