logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა...
- +

25 ივნისი. 2018. 15:24

 

„დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა, მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი. საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციური რეფორმათა პაკეტით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების გამოცდილებას. მე რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანე. იმ მიმართულებებში, რომლებიც გვინდა, ციფრულ ეკონომიკაში განვავითაროთ, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიტანა ესტონეთის გამოცდილებამ. ჩვენ გაზიარებული გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, მაგრამ რა თქმა უნდა, შევეცადეთ, ჩვენი რეფორმების პაკეტი დღეს არსებული გამოწვევების მიხედვით მომზადებულიყო, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი - ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner