logo_geo
eng_logo
თბილისის „დინამო“ ფინალში ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება
- +

6 მაისი. 2016. 13:55


საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის მატჩები დასრულდა და ფინალისტთა ვინაობაც გაირკვა.

ბოლნისის „სიონმა" გასვლითი მატჩი „ვიტ-ჯორჯიასთან" ფრედ - 2:2 ითამაშა, საკუთარ მოედანზე კი 3:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება თბილისის „დინამოს", მათ საშინაო შეხვედრაში სოსო ფრუიძის შეგირდები 3:0 გაანადგურეს, განმეორებით შეხვედრაში კი 2:1 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ჩემპიონი თასის ფინალში ზედიზედ მეხუთედ ასპარეზობს. რთული წარმოსადგენი იყო, რომ განმეორებით მატჩში „ჩიხურა" 3-ბურთიან სხვაობას ამოქაჩავდა, ამიტომ „დინამოს" მსგავსად, სოსო ფრუიძემაც გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე. ეს გასაკვირი არცაა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში საჩხერელები „სიონს" მიიღებენ და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში ნანატრ მეოთხე ადგილს გაიმყარებენ, ხოლო თუ „დინამო" „სიონს" თასის ფინალში დაამარცხებს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, „ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

დავით ყიფიანის სახელობის თსის მიმდინარე გათამაშების ფინალური დაპირისპირება 18 მაისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე აიღებს სტარტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თბილისელები, რადგან არავისთვისაა უცნობი, რომ თბილისის „დინამო" ყველაზე მეტად ქუთაისში არ ეხატებათ გულზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner