logo_geo
eng_logo
ზვიად ფხაკაძე: ზაზა სარალიძეს გამოძიებისთვის არ უთქვამს, რომ ფარული ჩანაწერის ასლს ფლობდა
- +

25 ივნისი. 2018. 17:52

 

„ჩანაწერის ასლი თუ გააჩნდა ბატონ ზაზას, ეს ჩვენთვის უცნობი იყო, არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გააჩნდა“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ზვიად ფხაკაძემ.

 

„როგორც გამომძიებელი, როგორც პროკურორი, ვერ დავაყრდნობ რაიმე გადაწყვეტილებას ასლს, თუმცა მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ბატონ ზაზას ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია და ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა, ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ, იმიტომ რომ, რა ტრაგედიაც მან გადაიტანა, ჩემთვის მტკივნეულია, როგორც მამისთვის, მაგრამ ბატონ ზაზას ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთადაც, მიმოწერა თვითონაც გაასაჯაროვა და კი ბატონო, ჰქონდა მიმოწერაც, პირიქით ვთხოვდით, რომ თუ რამეს გაიგებდა, ეთქვა და სამართლებრივ ფორმას მივცემდით ამ ინფორმაციას, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner