logo_geo
eng_logo
ზვიად ფხაკაძე: ზვიად კუპრავამ გამოძიებას არასრულწლოვნების ფარული აუდიომასალა დაუმალა
- +

25 ივნისი. 2018. 18:17

 

„ზვიად კუპრავა გამოძიებამ არასრულწლოვნების ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით გამოჰკითხა, მან აუდიომასალა და ხელნაწერი გამოძიებას დაუმალა“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

 

„ბატონი კუპრავა დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მას შეეთავაზა, რომ ის ჩანაწერები, რაც გავიდა - რეალურად წარმოედგინა. მან პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩაიწერა თავისი ტელეფონით, ბატონ ზაზას მივეციო, ასე თქვა, შემდეგ - ის ტელეფონი მე მაქვს, დამიბრუნა და წავიღე სახლშიო, დაზიანდა და სახლში არისო. ბატონი კუპრავა ხსენებულ არასრულწლოვნებთან შეხვედრის დროს ასევე აკეთებდა ხელნაწერებს თაბახის ფურცელზე, ბავშვებთან გასაუბრების ამსახველი მონაცემების მონიშვნას. ეს საქმეში დევს. ჩანაწერი ხდებოდა როგორც აუდიო, ასევე ფურცელზე კალმით - როგორც თვითონ ამბობს. საგამოძიებო ორგანომ შესთავაზა - უკვე მეორედ მოვიდა და გამოვკითხეთ, - ბატონ კუპრავას შევთავაზეთ, რომ გამოძიების ხელის შეწყობის მიზნით წარმოედგინა ის დაზიანებული ტელეფონიც, რამეთუ შესაძლებელი იყო, ამ ტელეფონზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა და ტელეფონი შეიძლება დაზიანებული არის, მაგრამ შესაძლებელია ექსპერტების მიერ მასზე არსებული ინფორმაციის გადმოწერა. ბატონმა კუპრავამ მცირეწლოვან შვილს დააბრალა, რომ მას მივეცი და სად წაიღო, არ ვიციო. რეალურად, ფაქტობრივად გამოდის, რომ ტელეფონი, რომელშიც არსებული ინფორმაცია, პირველწყაროზეა საუბარი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია, იდენტიფიკაცია მოახდინო, გამოვიდა ,რომ ტელეფონი აღარ იყო, აღარ ჰქონდა ბატონ კუპრავას. ხელნაწერებზეც ვკითხეთ და განაცხადა, რომ არ იცის, სად წაიღო. ერთი სიტყვით, არ წარმოადგინა არც ტელეფონი, არც ხელნაწერები“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

მამუკა მდინარაძის შეკითხვა ზვიად ფხაკაძეს - „დაახლოებით ასეთი ტერმინი იყო, რომ უკანონო ჩანაწერებს ნუ აკეთებთ - ვერ მივიღებ, რადგან უკანონო ჩანაწერია, თქვენს ნათქვამს ჰყვებოდა ზაზა, რომ თქვენ ასე უთხარით მას, ამას ადასტურებთ?“

 

„მე ამ ფაქტობრივ გარემოებას ვადასტურებ, ოღონდ ცოტა სხვაგვარად ვუთხარი. მე ვუთხარი ასეთი რაღაც. ბატონო ზაზა, თუ თქვენ იოტისოდენა ინფორმაციასაც კი თუ მოიპოვებთ, მითხარით, და დავგეგმავთ ღონისძიებას, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებასაც, და მოვახდენთ ამ ინფორმაციის ფარულად ჩაწერას. ფარულად ჩაწერაში ვგულისხმობდი ან პროკურორის დადგენილების, ან მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner