logo_geo
eng_logo
ზვიად ფხაკაძე: მირზა სუბელიანის დაკითხვა შესაძლოა აღქმულიყო როგორც მოწმეზე ზეწოლა
- +

25 ივნისი. 2018. 18:37

 

„მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

კერძოდ, მამუკა მდინარაძე საქმის პროკურორისგან დაინტერესდა, რატომ არ მოხდა საქმის მიმდინარეობის განმავლობაში მირზა სუბელიანის დაკითხვა.

 

„დაცვის მხარემ მირზა სუბელიანის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია 9 იანვარს გაასაჯაროვა და აღნიშნა წინასასამართლო სხდომაზე, რომ ის იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში. ამის შემდეგ მისი დაკითხვა აღქმული იქნებოდა, როგორც მოწმეზე ზემოქმედება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რომ მირზა სუბელიანი დაცვის მხარის მოწმეთა სიაში იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო იმის საჭიროება, ის დაკითხულიყო შეუტყობინებლობის ფაქტზე, არ მოხდა მირზა სუბელიანის დაკითხვა“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, ახალი გარემოება მირზა სუბელიანის დაკითხვისთვის წარმოიშვა მაისის ბოლოს.

 

„კერძოდ, ის, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ჯ.-მ, რომელმაც 6 თვის განმავლობაში არ მიაწოდა ჩვენება, მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, რომ მირზა სუბელიანი ნახა კალანდიების სახლში“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner