logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: 2007 წელს მოხდა ვეტერანების ჩემად და სხვისად დაყოფა!
- +

6 მაისი. 2016. 13:58


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ რადიო „პირველის" „ღია სტუდიაში" ისაუბრა იმის შესახებ , რომ 2007 წელს მოხდა ვეტერანების ჩემად და სხვისად დაყოფა, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში გაუცხოება და გაურკვევლობა. ასევე აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლების და მათი პოზიციაც არის ის, რომ ეს დაშორება არ უნდა იყოს.


„არ შეიძლება, ვიღაცას თავისი ხუშტურის მიხედვით შეეფასებინა ჩვენი წინაპრები და ღირსეული ხალხი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს, იბრძოლეს და დამსახურება ჰქონდათ იმაში, რომ ფაშისტური გერმანია დამარცხებულიყო. თითოეულმა ადამიანმა იბრძოლა თავისი ქვეყნისთვის და სად იბრძოლა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა კობალაძემ „ღია სტუდიაში". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner