logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ეს ორი ადამიანი და მათი მსგავსები, არასოდეს მოხვდებიან სხვა სიაში!
- +

25 ივნისი. 2018. 23:06

 

აქამდე, ამ თემაზე, კრინტი არ დამიძრავს და არც ახლა ვაპირებ ვინმესთვის ჭკუის სწავლებას! საქციელს ზოგი უწუნებს და ზოგიც უწონებს, მაგრამ თუ „სიმართლის პირში მიხლა“, როგორც ბევრი ამბობს, მაგარი და კაცური საქციელია, მაშინ იგივე ადამიანები რატომ უწუნებენ ასეთ საქციელს, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძის ოჯახის წევრებს, ვახტანგ კიკაბიძეს და უამრავ სხვას?! ფული აქვთ ნაკლები აღებული, თუ შენგელაიაზე ნაკლები ეპითეტებით ყავთ შემკული?!

 

არ მინდა, არ გვინდა ჩვენგან მოსაფრთხილებელი და მოსაფერებელი ადამიანები ამ ჩამოთვლილ სიაში ვიხილოთ! არადა, ამ თემით და მოუფიქრებლად, თუ სხვა მიზეზით გაკეთებული განცხადებებით სპეკულირებს ყველა, განსაკუთრებით - „პოლიტიკოსები“ და „ჟურნალისტები“!

 

რაც შეეხება საქციელს, შეგნებულად ვმეორდები, რადგან ვერაფრით ავუვლი გვერდს ჩემი ორი, ძალიან კარგი და ძალიან ჭკვიანი მეგობრის აქ მოტანილ მაგალითს:

 

ყველას გახსოვთ, როცა ყველასთვის საყვარელმა ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა „ადამიანებისთვის ღირსებააყრილ ქვყანაში“ (მისი სიტყვებია) მიეღო ღირსების ორდენი და რომ იტყვიან, უკან მიუგდო შევარდნაძეს! მაგრამ ეს განცხადება გააკეთა დაჯილდოების გახმაურებისთანავე და არა ჯილდოს ტარებიდან წლების შემდეგ!

 

გურამ დოჩანაშვილი წლების მანძილზე იღებდა, ივანიშვილის დანიშნულ „ჰონორარს“ და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ივანიშვილი პრემიერი გახდა, უარი თქვა მსგავს წყალობაზე, არა ამბიციის გამო, არამედ ძალიან მარტივი და ადამიანური მიზეზით: - მე ვიღებდი დახმარებას კერძო პირისგან და არ მივიღებ მას ჩინოვნიკისგან, რომელიც ისედაც მოვალეა ეხმარებოდეს და ზრუნავდეს საქვეყნო კეთილდღეობაზეო!

 

ამიტომაც, ეს ორი ადამიანი და მათი მსგავსები, არასოდეს მოხვდებიან სხვა სიაში!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner