logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული ლიდერების ირგვლივ სიტუაციურად გაერთიანებული ხალხია
- +

6 მაისი. 2016. 14:45


ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კლასიკური პოლიტიკური პარტია არ არის და ის გარკვეული ლიდერების ირგვლივ სიტუაციურად გაერთიანებული ხალხის ერთობაა. გიორხელიძის შეფასებით, სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პარტიას ცნობილი სახეები ტოვებენ.



„ნაციონალური მოძრაობა" კლასიკური პოლიტიკური პარტია რომ არ არის და მხოლოდ სიტუაციის მიხედვით რომ მოქმედებს, იმის ბრალია ეს პროცესი. ეს არის პარტია. ეს არის გარკვეული ლიდერების ირგვლივ სიტუაციურად გაერთიანებული ხალხი, რომლებიც თავიანთ საქმიანობას პოლიტიკაში პროფესიონალური თვალსაზრისით არ უყურებენ", - განაცხადა გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.



რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობიდან" გასული წევრების მიერ დაფუძნებულ პარტიებს, იმავე „გირჩს", გიორხელიძის შეფასებით, მათ ნაკლები პერსპექტივა აქვს.



„თუ ჩვენ ლოგიკურად ვისაუბრებთ, თუმცა ლოგიკას პოლიტიკაში საერთოდ არ აქვს ადგილი, მაშინ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რამდენიმე თვეა შექმნილები არიან, არ შეიძლება რაიმე პერსპექტივის იმედად იქნენ. არ მგონია, იმდენად გონებადასუსტებული იყოს ქართველი საზოგადოება, რომ ახლა კიდევ, 4 არასწორი არჩევანის შემდეგ, კვლავ მივარდნენ რაღაც ახალ პარტიებს და ისინი აირჩიონ. ამიტომ, სახელდახელოდ შექმნილ პარტიებს არ მგონია, რაიმე პერსპექტივა გააჩნდეთ", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner