logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ეს კატასტროფაა!
- +

26 ივნისი. 2018. 17:27

 

 

„ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში ბრძანა, რომ 630 ათასი საქართველოს მოქალაქე ბანკების „შავ სიაში“ არის შეყვანილი!“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„630 ათასი მევალე ლამის საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარია! ეს კატასტროფაა! ამ „ჰალსტუხიანი ყაჩაღების“ - ბანკირების თარეში საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ჰოდა, სწორედ ამას ვუსურვებ ახალ პრემიერს: აღადგინოს სამართლიანობა და ალაგმოს ყაჩაღ-ბანკირები!

 

მე ძალიან მომეწონა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა - მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ამ ორიოდე თვის წინათ, ფინანსთა მინისტრობისას განაცხადა, ბანკების საპროცენტო განაკვეთი არარეალურად მაღალია და ის უნდა შემცირდესო! სად გაგონილა, რომ, როდესაც ევროპაში მაქსიმუმ 2-პროცენტიანი კრედიტებია, ჩვენი ყაჩაღი ბანკირები 18-20-პროცენტიან კრედიტებს აძლევენ ხალხს?!“ - განაცხადა ჯაველიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner