logo_geo
eng_logo
შსს-მ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

26 ივნისი. 2018. 19:44

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ.   დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით  დააკავეს. 

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და  დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner