logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ „გაბანძებული“ და დეგრადირებულია!
- +

26 ივნისი. 2018. 19:46

 

 

„10 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მისვლით ძალიან გავრისკე, რადგან ბევრმა დამირეკა და მკითხა, მართლაცდა რა მინდოდა მათთან ერთად! ამის გამო ბევრ ტელეეთერში მომიწია ახსნა-განმარტებების მიცემა, რომ ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ხალხის გულწრფელი პროტესტის გადარჩენა იყო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მეორე დღეს „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე 500 კაცი მოვიდა, ხოლო მესამე დღეს აქცია საბოლოოდ ჩაკვდა. მეგონა, რომ „ნაცმოძრაობა“ სრული მობილიზაციის შემთხვევაში, 10 ათას კაცს მაინც მოუყრიდა თავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს! ეს დაამტკიცა 10 ივნისის აქციამ, როცა „ნაცებმა“ ზუგდიდიდან მხოლოდ 500 კაცის ჩამოყვანა მოახერხეს, ხოლო აქციაზე პარტიის პოლიტსაბჭოს ნახევარი არ იმყოფებოდა იმიტომ, რომ „ნაციონალების“ დღევანდელი ლიდერები თავად რიგითი ნაციონალებისთვისაც კი მიუღებლები არიან!  სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე „ნაციონალების“    მხარდამჭერებიც არ გამოვიდნენ. უკანასკნელმა კვირებმა გვიჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, უკაცრაული პასუხია და, საბოლოოდ „გაბანძებული“, გაფარჩაკებული და დეგრადირებულია, რადგან მისი ერთადერთი ლიდერი სააკაშვილი პოლიტიკური გვამია!“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner