logo_geo
eng_logo
ზვიად ფხაკაძე: კომპეტენტური პირისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მ.კ-სთვის ბრალის წარდგენა მკვლელობის მუხლით ყოფილიყო შესაძლებელი
- +

26 ივნისი. 2018. 21:13

 

 

„კომპეტენტური პირისგან არ მომისმენია განცხადება, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მ.კ-სთვის ბრალის წარდგენა მკვლელობის მუხლით ყოფილიყო შესაძლებელი“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მ.კ-ს ბრალეულობა მხოლოდ დანაშაული შეუტყობინებლობის ნაწილში გამოიკვეთა.

 

„მ.კ-ს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრალდების იმ ნაწილშია დადგენილი, რაც გამოძიებამ მასალებითა და მტკიცებულებებით მოიპოვა. ეს შეუტყობინებლობის ფაქტია. გასაგებია, რომ ეს ბატონი ზაზა სარალიძისთვის საკმარისი არ არის. გასაგებია, რომ საზოგადოებაში უფრო მეტის მოლოდინია, მაგრამ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ჩვენ ბატონ ზაზასა და მის ადვოკატს სისხლის სამართლის მასალები არაერთხელ გავაცანით, რაც გამოძიებით არის მოპოვებული“, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

კითხვაზე ხომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზებით ხომ არ იყო ჩატარებული, პროკურორი აცხადებს, რომ  გამოძიებისა და ოპერატიული სამსახურების მხრიდან რაც შესაძლებლად იყო მიჩნეული, ყველა საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა.

 

„მოგეხსენებათ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები შემჭიდროებულ ვადებში ხორციელდებოდა. გამოძიებისა და ოპერატიული სამსახურების მხრიდან რაც შესაძლებლად იყო მიჩნეული, ყველა საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა. ეს გამოძიების პოზიციაა. რაც შეეხება განცხადებებს, შესაძლებელია ეს მოქმედებები ჩასატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობით ან სხვა მოქმედებების ჩაუტარებლობით მიგვაჩნია, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner