logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: კულტურისა და განათლების ერთ სივრცეში მოქცევა არცერთისთვის იქნება ხელსაყრელი
- +

26 ივნისი. 2018. 21:30

 

 

„კულტურისა და განათლების ერთ სივრცეში მოქცევა ხელსაყრელი არცერთისთვის იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

 

„პირადად მე, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის და განათლების ერთ სივრცეში მოქცევა არც ერთისთვის იქნება ხელსაყრელი და არც მეორესთვის. მით უფრო, რომ კულტურის დარგები არის ერთადერთი, რომელიც გამოხატავს ჩვენს იდენტობას. ქართული თეატრი, ქართული კინო და ასე შემდეგ.

 

მათ კოორდინაციას და ამ დარგის განვითარებას შეიძლება გარკვეული საფრთხე შეექმნას ამ დიდ სივრცეში, რასაც ერქმევა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. არ ვიცი ვინ ჩაუდგება სათავეში, მაგრამ იქნება ძალიან რთული მოადგილეები ვინც არ უნდა იყვნენ, ამ საკითხებზე მაინც 1 მინისტრი იქნება პასუხისმგებელი", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner