logo_geo
eng_logo
ნიაზ ბოლქვაძე: მაჟორიტარ კანდიდატებად ვხედავთ ადამიანებს, ვინც თავისი უპრინციპობით ყველა დროს ერგება!
- +

6 მაისი. 2016. 15:17


„აჭარის მამულიშვილთა კავშირი" არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.  კავშირის თავმჯდომარე  ნიაზ ბოლქვაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  პარტიის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.


 

„მამულიშვილთა კავშირი" აჭარაში არის ერთ-ერთი ძალა, რომელიც წლების განმავლობაში დგას ქართველი ხალხის და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენი საზოგადოების მოთხოვნით, „მამულიშვილთა კავშირმა" გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი კანდიდატებს არჩევს მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად, არა კანდიდატის განვლილი გზისა და პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პირადული ინტერესებიდან გამომდინარე. შედეგად, საარჩევნო სიებში და მაჟორიტარ კანდიდატებად ვხედავთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი უპრინციპობით ყველა დროს ერგება!

 

ჩვენ, „მამულიშვილთა კავშირმა", საზოგადოების მოთხოვნით, გადავწყვიტეთ, 2016 წლის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და წარვადგინოთ საუკეთესო პროფესიონალი კადრები", - განაცხადა ბოლქვაძემ.

 

ბოლქვაძე მიმართავს იდეოლოგიურად თანამოაზრე პარტიებს და მოუწოდებს მათ გაერთიანებისკენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner