14 წლის ტყუპმა ძმამ, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილებმა, თავი თავიანთი გამოგონებით გაითქვეს.
ბიჭები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები არიან.
ACS (Air Cleaning System) - ასე ჰქვია მათ გამოგონებას, ჰაერის გამწმენდ სისტემას, რომელიც ოთახებსა თუ დაწესებულებებში გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს. თუ მდგომარეობა გასცდება ნორმის ფარგლებს, ავტომატურად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალიზაცია, გამწოვი და გამწმენდი სისტემები, მფლობელს კი ტელეფონზე SMS-შეტყობინება მისდის.
გიორგი: „დღეს შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“.
„ადრეც გვიმუშავია სხვადასხვა გამოგონებაზე, მაგრამ ხშირად სასურველ შედეგს ვერ ვიღებდით. ამჯერად ჩაღლარის ინოვაციურ კონკურსში, რომელშიც 60-მდე პროექტი იყო წარდგენილი, პირველი ადგილი დავიმსახურეთ და თბილისის მერიის რჩეულები გავხდით. შემდეგ ეტაპში 42 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 110 პროექტით. გვინდა კვლავ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ამიტომ ჩვენს გამოგონებას გაზის გადამკეტს დავუმატებთ, რომელიც გაზის წყაროსთან იქნება დამონტაჟებული და სიგნალიზაციის ჩართვისთანავე, ხელსაწყო იგრძნობს თუ არა, რომ გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, გაზის წყაროს გადაკეტავს“, - ამბობს დემეტრე.