logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძემ აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა
- +

6 მაისი. 2016. 15:39


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე,  ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აღმაშენებლის გამზირზე N38-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და   პროექტის „ახალი ტფილისი"  ფარგლებში მიმდინარე თბილისური ტიპის ეზოს სრული რეაბილიტაციის მიმიდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.


რიმა ბერაძემ რაიონის გამგებელთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, სანიტარიული ნორმების დაცვასა და ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner