შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად.
„ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.