მოკლული ზურა ვაზაგაშვილის დედამ ციალა ვაზაგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს მიმართა.
„ჩვენც მოგვიკლეს შვილი, მაგრამ სიმართლის დასადგენად „ნაციონალების“ გვერდით არ დავმდგარვართ. როდის იყო, მკვლელები საქმეებს ხსნიდნენ?! დიახ, თუ სიმართლის პოვნა გსურთ, „ნაციონალების“ გვერდით არ უნდა იდგეთ, ბატონო ზაზა! ისინი ჩვენი შვილების მკვლელები არიან!“ - განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.