logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სხვადასხვა მტკივნეულ საკითხში მამუკა ბახტაძემ მოსახლეობის პოზიცია დაიჭირა
- +

27 ივნისი. 2018. 16:24

 

„მამუკა ბახტაძის პოლიტიკა ხალხზეა ორიენტირებული. სხვადასხვა მტკივნეულ საკითხში მოსახლეობის პოზიცია დაიჭირა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„თუ დანაპირები შეასრულა, გაძლიერდება საქართველოს სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული წარმოება და ბიზნესი, ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვლება, თუმცა, ამ ყველაფრის შესრულება დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული. ბანკების სახით ძალიან ძლიერი ჯგუფი დაუპირისპირდება, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება მათი მხრიდან, ვინც იმპორტს ახორციელებს, განსაკუთრებით მთავრობის იმ ნაწილისგან, რომელიც შემცირებაში მოხვდება.

 

ბახტაძემ ბანკების შეზღუდვასთან დაკავშირებით ენერგიული და რთული ნაბიჯები გადადგა და ეს დაწყებული გზა უნდა გააგრძელოს - აუცილებელია საბანკო სექტორის ჩარჩოში ჩასმა!

 

როგორც ახალი პრემიერის განცხადებებიდან ჩანს, ის არამარტო კარგი ინტელექტუალი, გაბედული ადამიანიცაა. თუ დანაპირების შესრულებას რეალურად შეუდგება, მისი გზა მარტივი არ იქნება!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner