logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: არ მგონია, მინისტრის ეს ქმედება ლამაზი საქციელი იყოს...
- +

23 თებერვალი. 2016. 18:08


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გოგი თოფაძის განცხადება, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, საფუძველსმოკლებული არ არის. განცხადებას ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსთან" საუბრისას აკეთებს.


ვფიქრობ, რომ საქმე ძალიან მარტივად არის, რადგანაც მრეწველების" და რესპუბლიკელების" მსოფლმხედველება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მრეწველები" საერთო ენის გამონახვას საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" უფრო ახერხებენ, ვიდრე თინა ხიდაშელთან. ამიტომაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეჯოს არჩევნებზე ირმა ინაშვილს უფრო გულშემატკივრობდნენ, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას. მათი შეფასება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ბატონი გოგი თოფაძე ამბობს. ახალი არავისთვის არ არის, რომ თავდაცვის მინისტრი ამ არჩევნებში ძალიან და ზედმეტადაც აქტიურობდა.

 

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში არჩევნების დროს გადაღებულ ფოტოებს დებდა, სადაც ვხედავდით, თავდაცვის მინისტრი ხმებს როგორ ითვლიდა. მისი ეს აქტიურობა, რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს და კითხვებს აჩენს. თავი რომ დავანებოთ სხვა ყველა დანარჩენ საკითხს. თავდაცვის მინისტრი როდესაც ერთ-ერთ რაიონში ღამით, რიგითი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდასაჭერად ხმებს ითვლის და ამით ამაყობს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.


ხიდაშელის ამ ქცევით, გამოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო პოლიტიზირებულია. ამაზე თოფაძეს რომც არ გაეკეთებინა განცხადება, ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ასე რომ, ამ კაცს სენსაცია და საოცრება არაფერი უთქვამს. როდესაც ქვეყანაში ფონი ისედაც საკმაოდ მძიმეა და მინისტრი ასე იქცევა, არა მგონია, რომ მთლად ლამაზი საქციელი იყოს. პრინციპში თოფაძემ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და არა სხვა რამეზე, რაშიც ფაქტობრივად მართალია", - მიიჩნევს ხუხაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner