logo_geo
eng_logo
მურთაზ მამაგეიშვილი: მომაწოდეს ინფორმაცია, რომ...
- +

27 ივნისი. 2018. 17:58

 

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ნინო კვიტაიშვილი და ნიკა გვარამია არ ჩერდებიან, აპირებენ, ბოლომდე გამანადგურონ და სამუდამოდ ამიკრძალონ საექიმო საქმიანობა!“ - ამის შესახებ ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნეტავ, მართლა მიმეხალა პირში, რასაც მათზე ვფიქრობდი. საერთოდ, რა ნამუსით იღებენ ეგენი ხმას. ხომ არ ჰგონიათ, ვინმეს „ნაციონალური მოძრაობის“ „საგმირო საქმეები“ დაავიწყდა? დღემდე აჭრელებულია ინტერნეტი 7 ნოემბრისა და 26 მაისს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების შემზარავი ფოტოებით. შევახსენებ „ნაციონალებს“, მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი. ძალაუფლება აღარ აქვთ, თუმცა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ, გამამწარონ და გამაუბედურონ უდანაშაულო ადამიანი. აი, „ნაციონალების“ ჭეშმარიტი სახე!“ - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner