logo_geo
eng_logo
ადვოკატი: ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თათა ჯანჯღავა თავს დამნაშავედ არ ცნობს
- +

27 ივნისი. 2018. 21:39

 

„ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თათა ჯანჯღავა თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ჯანჯღავა პოლიციის შენობიდან ხელბორკილებით რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულს სავარაუდოდ კუკიაზე გადაიყვანენ, სადაც სამართალდამცველები მის კუთვნილ ავტომობილს დაათვალიერებენ.

 

„საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. დამატებითი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ახლა უნდა მოხდეს დათვალიერება მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილის“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

 

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner