logo_geo
eng_logo
ნიდერლანდებში საზოგადოებრივ ადგილებში ბურქისა და ნიქაბის ტარება აიკრძალა
- +

28 ივნისი. 2018. 00:30

 

ნიდერლანდებში სენატორებმა საზოგადოებრივ ადგილებში ბურქისა და ნიქაბის ტარება აკრძალეს. ახალი კანონით სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო ორგანოებსა და საავადმყოფოებში იკრძალება ისეთი სამოსის ტარება, რომელიც მთლიანად ფარავს სახესა და სხეულს ან მხოლოდ თვალებს აჩენს.

 

კანონპროექტს 75 დეპუტატიდან 44-მა დაუჭირა მხარი. მმართველ კოალიციაში შემავალი ოთხი პარტიიდან ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი სამმა პარტიამ დაუჭირა.

 

ნიდერლანდების მსგავსად ბურქისა და ნიქაბის ტარება აკრძალულია ავსტრიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. საფრანგეთი 2011 წელს პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი რეგულაცია შემოიღო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner