logo_geo
eng_logo
ბედნიერება ჩვენივე გონებაში და დამსხვრეული მითები შოკოლადზე
- +

6 მაისი. 2016. 16:16

რა არის ენდორფინები?

 

ენდორფინები ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებია, რომლებსაც გამოიმუშავებს ნერვული სისტემა. ენდორფინებს ბედნიერების ჰორმონებსაც ეძახიან. თუ ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს ეს ჰორმონი, მუდამ ენერგიულია, გრძნობს ძალების მოზღვავებას, არის ოპტიმისტურად განწყობილი და აქვს ბედნიერების განცდა. ხოლო თუ ენდორფინების რაოდენობა მცირეა, ადამიანი ხდება აპათიური დაყველაზე უბედური ადამიანიჰგონია თავი.

 

ენდორფინები აღაგზნებენ სიამოვნების ცენტრს, რომელიც  განთავსებულია ტვინში, სწორედ ეს გვაგრძნობინებს სიხარულს, სიმსუბუქეს და ძალების მოზღვავებას. ამავე პრინციპით მოქმედებს ნარკოტიკები, თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან ენდორფინების ფორმულა ძალიან გავს მორფინს. აქედანვე მოდის ენდორფინების მეტსახელიშინაგანი მორფინი - რაც მეტ ენდორფინებს გამოიმუშავებს ორგანიზმი, მით უფრო ბედნიერია ადამიანი.

 

შოკოლადი და ენდორფინების მატება მითია თუ რეალობა?!

 

ბევრი თვლის, რომ შოკოლადი ენდორფინების დონეს მაღლა წევს, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ: მისი მოქმედება ჩვენს ორგანიზმზე გაზვიადებულია, შოკოლადი შეიცავს მცენარეულ სტიმულატორებს, კოფეინს, თეობრომინს, თეოფილინს, ამ ნივთიერებებს აქვს უნარი, ადამიანს თავი ენერგიულად აგრძნობინოს, თუმცა მათი დონე სისხლში საკმაოდ დაბალია იმისთვის, რომ ჰქონდეს რაიმე შედეგი. ენდორფინების რაოდენობა შოკოლადში არც ისე ბევრია, მაშინ  რატომ გვინდება შოკოლადი პატარა სტრესის განცდის დროსაც კი? - იკითხავთ თქვენ, პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ გემრიელია, კარგი სუნი აქვს და სწრაფად წევს გლუკოზის დონეს სისხლში, იწვევს შიმშილის გრძნობის დაქვეითებას.

 

ენდორფინების გამოყოფის გარდა სიცილი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ასევე დადებითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები, ასე რომ, ისიამოვნეთ ზაფხულით და ზღვით, თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

 

კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხანმოკლე ფეხშიშველი სიარული თოვლზე ადამიანს ათავისუფლებს დეპრესიისგან.

 

აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და მაშინვე შეცვალეთ ნეგატიური აზრები პოზიტიურით. ეს გარანტირებულად გაგიუმჯობესებთ ხასიათს.

 

თუმცა გეტყვით, რომ იყავით საკუთარი თავის ,,მეცნიერები“, გააბედნიერეთ გარშემო მყოფები, მიირთვით ყველაფერი, რაც გიყვართ. არაა აუცილებელი, ეს შოკოლადი იყოს, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მჟავე კიტრი გაგაბედნიერებთ, დაე, მიირთვით იგი შოკოლადის ნაცვლად.

 

ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერებას გისურვებთ

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner