logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: მამუკა ბახტაძეს, ჩემი ინფორმაციით, აქვს ძალზედ ამბიციური გეგმები...
- +

28 ივნისი. 2018. 13:40

 

 

„მე შემიძლია გამოვთქვა ვარაუდი, თუ რატომ აირჩია მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე და არა სხვისი კანდიდატურა“, - ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია, რომ ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ უკვე განახორციელა მთელი რიგი ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა მოწონება, მათ შორის, მოხდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.

 

ეს ინიციატივებია: 1. სესხის გაცემისას შემოსავლების სავალდებულო შემოწმება და ამავდროულად სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტის განსაზღვრა, რათა მომხმარებელმა კრედიტის გადახდა მარტივად შეძლოს. 2. სესხების რესტრუქტურიზაცია, თუკი მომხმარებელს წარსულში სესხი მაღალ პროცენტში ჰქონდა აღებული, რეფორმის შემდეგ მისი საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება და არსებულ ლიმიტს დაექვემდებარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჭარბვალიანობის შემცირებას. 3. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 1 იანვრამდე მომხმარებელს სესხის დაახლოებით 300%-ის გადახდა უწევდა, ამ დროიდან შემოღებული კანონის შედეგად კი, ეს მაჩვენებელი 100 %-მდე დავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდება, საპროცენტო მაჩვენებელი 49%-ს აღარ გადასცდება ანუ მომხმარებელს მინიმუმ 6-ჯერ ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს 2017 წლამდე ხდებოდა.

 

აღნიშნული რეფორმა პირდაპირ არის მიმართული ჭარბვალიანობის შემცირებისთვის და მიუხედავად კომერციული ბანკების მცირე ნაწილის მძლავრი წინააღმდეგობისა, მას დადებითად აფასებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s. ამასთან ერთად, ბახტაძეს, ჩემი ინფორმაციით, აქვს ძალზედ ამბიციური გეგმები განათლების სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ყოველივე ამას სჭირდება გაფართოებული მანდატი, მმართველი გუნდის სრული კონსოლიდაცია დასახული მიზნების მისაღწევად. ამიტომაც, ეკონომიკის ფორსირებული ზრდა, დოვლათის და შემოსავლების სამართლიანი გადანაწილება, განათლების რეფორმა, ფინანსური კაპიტალის ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაზე რელევანტურ და ლოგიკურ კანდიდატად აღმოჩნდა მამუკა ბახტაძე“, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner