logo_geo
eng_logo
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო
- +

28 ივნისი. 2018. 13:52

 

 

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „იმერეთი ნიუსი“ ავრცელებს. სამშენებლო სამუშაოებს, სავარაუდოდ, ორ კვირაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გახსნიან.

 

სამუშაოების პირველი ნაწილი 2019 წელს უნდა დასრულდეს. საუნივერსიტეტო კომპლექსში მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები მოეწყობა.  უნივერსიტეტი დაკომპლექტდება  ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალით.

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება  2016 წელს გაკეთდა. ამის შემდგომ მშენებლობის დაწყების არაერთი თარიღი დასახელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner