logo_geo
eng_logo
ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს
- +

28 ივნისი. 2018. 13:55

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური მომენტები, რომლითაც გაჯერებულია ფონდის მისიის მეორე მიმოხილვა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისაც მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიში 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

 

„სავალუტო ფონდი ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალია, იძლევა  რეალურ საფუძველს, რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას რეალიზებული“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

 

მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner