logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: ჩემი ბიჭივით უდარდელა არ ვყოფილვარ!
- +

6 მაისი. 2016. 16:20


მსახიობი ზურა ყიფშიძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" მიიწვიეს. მას „ბაბულიკების ბაბულიკას" როლი აქვს, ანუ „ბაბულიკების" დამაარსებლის.


მსახიობი გმირსა და საკუთარ თავს შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ მსგავსება მათ შორის არ არის:

„ბაბუ" - ასე დაახლოებით 25 წლის წინ მივმართავდით ერთმანეთს, ვინ მოიგონა, არ ვიცი, მითხრეს: თურმე, ჩემს პერსონაჟს მოუგონია, მისი დაარსებულია „ბაბულიკობა" და საერთოდ, ისაა, ვინცაა... პირველ სამუშაო დღეს, მაგარ მანქანაში ჩამსვეს... მოკლედ, დიდ პატივშია ჩემი პერსონაჟი.
მე მთელი სიცოცხლე იქით ვემსახურებოდი ვიღაცას. ერთხანს კოტე მახარაძის მძღოლი ვიყავი, შავი „ვოლგით" დავდიოდი. მეხალისებოდა. კოტე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მარიგებდა , - ხულიგანი ძმაკაცები არ უნდა გყავდესო. თქვენც ხომ გყავთ-მეთქი, - ვედავებოდი. ისინი სხვა ხულიგნები არიან. თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ არ  მიმდინარეობს, მე სხვის შეცდომებზე ვსწავლობდიო, - მეუბნებოდა...
კიდევ დეიდებს ვუვლიდი, ისე გავაცილე ორივე...
მერე ორი წელი დედაჩემს ვუვლიდი, ოჯახს, ჩემი ბიჭივით უდარდელა არ ვყოფილვარ, მიუხედავად ჩემი გიჟობისა",
- ამბობს მსახიობი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner