logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მგონია, რომ ახალი მთავრობა ძალიან ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება
- +

28 ივნისი. 2018. 16:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

 

„ჩემი აზრით, თუკი ხელისუფლება ვერ აჩვენებს შედეგებს, მაშინ ეს ხელისუფლება ხალხის მიერ უნდა იყოს გადარჩეული. თუმცა, როგორც კი ვადამდელი გაისმის, მაშინვე წარმომიდგენია დაძაბულობის ის ხარისხი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ყველაფერს მივყვეთ გეგმაზომიერად, კანონის შესაბამისად და მე ასე მგონია, რომ ახალი მთავრობა ძალიანაც ეფექტური იქნება და ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება. პოლიტიკური შემადგენელი დღეს ძალიან რთული აქვს ჩვენს ქვეყანას. ზოგადად მგონია, რომ საზოგადოება თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner