logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა...
- +

28 ივნისი. 2018. 18:36

 

 

„სასამართლო სისტემის რეფორმა არათუ უნდა გაგრძელდეს, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სასამართლო სისტემის რეფორმა გაგრძელდება. მიღებული მემკვიდრეობის გასუფთავებას, დახვეწას გარკვეული დრო სჭირდება. სასამართლოს სისტემაში რევოლუციური ცვლილებები 2012 წელს ნამდვილად დამაზიანებელი იქნებოდა. ეს თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა. ჩვენ იგივე არ გავაკეთეთ, რადგან გამოვიდოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეები სახლში გაუშვა და თავისი მოსამართლეები დანიშნა. ასეთმა გადაწყვეტილებებმა, მაგალითად, თავის დროზე პოლონეთში საკმაოდ სერიოზული კრიზისი გააჩინა, რაც ევროკავშირთან სერიოზულ პრობლემებს უქმნის პოლონეთის ხელისუფლებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, ევოლუციის გზით წავიდეთ და არა რევოლუციის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner