„განსაკუთრებით აზარალებს ხალხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც ლაგამი უნდა ამოედოთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. მან აქვე აღნიშნა, რომ მისახედია კერძო მევახშეების საკითხი, რომლებიც უსახლკაროდ ტოვებენ მოქალაქეებს. ნიშნიანიძემ ასევე თხოვნით მიმართა ბანკებს, რომ მოვალეები არ გამოასახლონ და მათ შეღავათები დაუწესონ.
„არავის აქვს უფლება, უსახლკაროდ, ღია ცისქვეშ დატოვოს ადამიანები. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ თვითონ ბანკებმა, რომ რაღაცნაირად დროში გაუწილვადონ მათი გადახდის საშუალება. მოვალეები მზად არიან, გადაიხადონ, ოღონდ უსახლკაროდ არ დარჩნენ, წელებზე ფეხს იდგამენ. ისინი ითხოვენ შეღავათებს დროში და რაღაც პროცენტის მოკლებას", - განაცხადა ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.