logo_geo
eng_logo
სასულიერო პირები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ
- +

6 მაისი. 2016. 17:03


სასულიერო პირების ნაწილი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, თუ მშობელი შეზღუდავს შვილის უფლებას  სწავლის ან ეკონომიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კუთხით, სოციალურ მუშაკს ეძლევა უფლება, დაიწყოს შვილის ჩამორთმევის პროცედურა.

მათივე  განცხადებით, კანონპროექტი ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა.



იუსტიციის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძის განცხადებით, ცვლილებებში საუბარია ბავშვთა კონსტიტუციური უფლების დაცვაზე. კერძოდ, თუ ბავშვის უფლება ირღვევა, იმის მიუხედავად, რომ მშობელს ამის გაკეთების საშუალება აქვს, სოციალური მუშაკი აფრთხილებს მშობელს, რომ ბავშვის უფლება ირღვევა.



იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განეხილათ,  თუმცა სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ.  ალექსანდრე ბარამიძემ მათ  საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner