logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ჩაის სახლის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

29 ივნისი. 2018. 01:30

 

 

შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

 

პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცი ჩაის სახლის დაყაჩაღების ფაქტზეა დაკავებული.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ჩაის სახლი – კაფე „ალერტი“ 22 ივნისს დააყაჩაღეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner